რეფლექსია

                                                 
                                                                   რეფლექსია

                                                                   ტრენინგი
       ინფორმაციულ- საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში

                                                                     ტრენერი: თეონა ლოთიკაშვილი


       საინტერესო იყო აღნიშნული ტრენინგი, რადგან ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება საგაკვეთილო პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია
        ტრენინგის დასაწყისში გავიცანით ერთმანეთი. ხდებოდა აზრთა გაცვლა-გამოცვლა თუ რითი შეიძლება დახმარებოდა მასწავლებელს ისტ-ის ტრენინგზე მიღებული გამოცდილება, ასევე  სკოლებში არსებულ საჭირბოროტო საკითხებზე. 
         ვსწავლობდი და ვასრულებდი სხვადასხვა სახის მოქმედებებს უშუალოდ საოფისე პროგრამებში და Mail-ზე.  ყოველდღე ვიღებდი დავალებებს და შეძლებისდაგვარად ვასრულებდი მათ. მაგ: Word-ის დოკუმენტში ცხრილების შედგენასა და მრავალი ფიგურებით  სხვადასხვა სავარჯიშოებს. როგორ უნდა გამეკეთებინა პრეზენტაცია ამას უკვე Power Point-ის დოკუმენტში ვსწავლობდი და რა უპირატესობა გააჩნია მას. Excel-ში ვიმუშავე სიის შედგენაზე. ვისწავლე mail-ზე drive-ში წერილების მიღება, შენახვა, გაგზავნა. ვიმუშავეთ „პროექტზე“. ტრენინგის ბოლო დღეს შევქმენით ჩვენი ბლოგი, რაზეც ავტვირთეთ ტრენინგის განმავლობაში შესრულებული დავალებები.
        მთელი ტრენინგი იყო საინტერესო და ამასთანავე სახალისო. რასაც ხშირად გამოვიყენებ საგაკვეთილო პროცესში.
         დიდ მადლობას ვუხდი ქალბატონ თეონას ასეთი საინტერესო და ნაყოფიერი ტრენინგისათვის.

Комментарии

Популярные сообщения из этого блога